Friday, June 7, 2013

პროექტი - ჩვენც დავბერდებით

პროექტის  სახელწოდება:  პატივი  ვცეთ  მარტოხელა  მოხუცებს  --  ჩვენც  დავბერდებით
პროექტის  მთავარი  იდეა:  დასახლებაში  მცხოვრები  მარტოხელა  მოხუცების  გაცნობა, მათდამი  პატივისცემის გრძნობის  გაღვივება,  საჭიროების  შემთხვევაში  მათზე  შესაძლებლობის  ფარგლებში  დახმარების  გაწევა.                                                                 
პროექტის  აქტუალობა:  ყურადღებით  მოექცევიან  მარტოხელა  მოხუცებს,  თავიანთ  წვლილს  შეიტანენ,  რათა  გაულამაზონ  მათ  თუნდაც  ერთი  დღე.   მაგალითს  მისცემენ  თანატოლებს  კეთილი    საქმის  კეთებისათვის.  გამოიმუშავებენ  საზოგადოებრივ  უნარ-ჩვევებს.
 პროექტის  მიზნები:   ახლო  ურთიერთობა  დავამყაროთ  მართოხელა  მოხუცებთან,  შევისწავლოთ  მათი   საყოფაცხოვრებო  პირობები,  ახალი,  დამატებითი  ინფორმაცია  მივაწოდოთ   მუნიციპალიტეტის  სოციალურ  სამსახურებს.  გამოვიმუშაოთ  გარკვეული      
უნარ-ჩვევები  მარტოხელა მოხუცებისადმი  საკუთარი   მზრუნველობითი  დამოკიდებულების  შესახებ.

მონაწილეები:           მეცხრე-მეათე   კლასები  
ვადები/ხანგრძლივობა:  10  დღე
მოსალოდნელი  შედეგი:  ა)  ბავშვები  ათვითცნობიერებენ  თუ  რაოდენ  დიდი  ბედნიერება  შეიძლება  მიანიჭო  სხვას  ოდნავი  ყურადღების  გამოხატვის  დროსაც  კი.
ბ)  რაოდენ  დიდია  სიხარული,  როდესაც  შენი  დახმარებით  სხვას  უხარია.  გ)  მიდიან  
იმ  დასკვნამდე,  რომ  ადამიანი  ადამიანური  თვისებებით  ფასობს.   დ)  გაითავისებენ,  რომ  მარტოხელა  მოხუცები  განსაკუთრებულ  პატივისცემას  საჭიროებენ.  ე)  აიმაღლებენ  სამოქალაქო  ცნობიერების  დონეს.  ვ)  დაამზადებენ  პლაკატებს,  შექმნიან  საკუთარ  ბლოგს.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:  ფურცლები,  ფერადი  ფანქრები,მუყაოს  ყუთები,დიდი  ზომის  ფორმატი.
პროექტის  მსვლელობა:  1)  თემის  შერჩევა
                                              2)  საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება.
პირველი  ჯგუფი:- მოიძიებს  ინფორმაციას  თემში  მცხოვრებ  მარტოხელა  მოხუცების  რაოდენობის  შესახებ,  შეისწავლის  მათ  საყოფაცხოვრებო  პირობებს.
მეორე  ჯგუფი:- აწყობს  აქციას :  "მცირედიც  შეიწირების"  (მოსწავლეთა  ძალებით  აგრივებენ  ტანსაცმელს,  საყოფაცხოვრებო  ნივთებს, ძნელად  არაფუჭებად  პროდუქტებს.)
მესამე  ჯგუფი:-  ემზადება  საზეიმო  ღონისძიებისათვის.
მეოთხე  ჯგუფი:-  ამზადებს  პლაკატებს,  იღებენ  ფოტოებს, ჰქმნიან  ახალ  ბლოგს. 
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან  კავშირი:  ქართული,  მუსიკა.
პროექტის  ფასილიტატორი:  მურმან  გუბელაძე
პროექტის  ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:  gubeladzemurmani@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/  ბლოგი: